ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია, ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში ყირგიზი ნუზუპბეკ ტოპჩუბაევი 9-8 დაამარცხა.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი გიორგი მელია (96) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ნუგზარ წურწუმიამ (50) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დღეს 4 წონითი კატეგორიის ფალავნები ასპარეზობდნენ.
დღეს ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი 55-66-84-120 კატეგორიის ფალავნები ასპარეზობენ, საქართველოს სახელით კი დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66), გურამ ხეცურიანი (84) და ზვიად პატარიძე (120) იასპარეზებენ.