დღეს, საფრანგეთში ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატში ბერძნულ-რომაულ ფინალურ თამაშებში ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი, ბათუმელი რამაზ ზოიძე და ქუთაისელი ზვიად პატარიძე გამოვლენ. სამივე მათგანი სხვადასხვა წონითი კატეგორიაში არიან.
ინფორმაციისთვის, საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრი გიორგი მელია (96) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ნუგზარ წურწუმიამ (50) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, დღეს 4 წონითი კატეგორიის ფალავნები ასპარეზობდნენ.
დღეს ბერძნულ-რომაული სტილის დარჩენილი 55-66-84-120 კატეგორიის ფალავნები ასპარეზობენ, საქართველოს სახელით კი დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66), გურამ ხეცურიანი (84) და ზვიად პატარიძე (120) იასპარეზებენ.