საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" საქართველოს პარლამენტში "საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება":
"თუ ადრე ვთქვი, რომ საქართველოს პარლამენტში 95 დეპუტატი იქნებოდა, დღეს დავამატებდი და ვიტყოდი, რომ 100 კაცი იქნება საშუალოდ. ვერ წარმომიდგენია, 90-ზე ნაკლები შევიდეს პარლამენტში. უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90, ვიდრე 115.
საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, რადგან საზოგადოება არის აზრიანი" _ განცხადა ივანიშვილმა აჭარაში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.