"მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად, მაინც "ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა იკვეთება _ ბურჭულაძის გაერთიანება და მეორე, თავად "ნაციონალური მოძრაობა“, _ ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს:
"რაოდენ გასაოცარის არ უნდა იყოს, მმართველი გუნდის მთავარ კონკურენტად, მაინც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფრთა იკვეთება _ ბურჭულაძის გაერთიანება და მეორე, თავად "ნაციონალური მოძრაობა". ვფიქრობ, რომ მთავარი „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ბურჭულაძის გაერთიანებაა. იცით, რომ გიორგი ვაშაძე სააკაშვილის ფავორიტი იყო.
ბურჭულაძის განცხადებებიც „ნაციონალურ მოძრაობის“ იდენტური იყო. მიშა მაჭავარიანი და მისი ძმა ულაგებდნენ სტრუქტურას და დღესაც ნახეთ, როგორი გაერთიანება მპხოდა. ბურჭულაძეზე სულ ვამბობდი, რომ არ იცრუოს-თქო და საბოლოოდ, მივიდა იქ საიდანაც წამოვიდა. ამ მხრივ კითხვა აღარ არსებობს" _ განაცხადა ივანიშვილმა.