სირიაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ტარტუსში, ჰომსში, დამასკოში და ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ჩინეთში მიმდინარე G 20 სამიტზე სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
როგორც ცნობილია, მხარეები შეხვედრაზე ცდილობდნენ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რაც საშუალებას მისცემს ალყაში მოქცეული ტერიტორიების მოსახლეობას დახმარება მიაწოდონ.