THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას სარკოზი სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სარკოზის წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება თებერვლიდან მიმდინარეობს და მას პროკურატურა 2012 წლის საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი დასახარჯი თანხების გადამეტებაში ადანაშაულებს.
როგორც ცნობილია, საარჩევნო კამპანიის ხარჯები ლიმიტს 22.5 მილიონი ევროთი აჭარბებს.
ადვოკატების თქმით, სარკოზს ჯარიმის სახით მაქსიმუმ 3 700 ევროს გადახდა მოუწევს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სარკოზის ამბიციები სკანდალების სერიას ეხმარება, მათ შორის ბრალდება, რომ მან ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფის ფული გამოიყენა 2007 წლის კამპანიის დასაფინანსებლად, ისიც, რომ ის ჩართული იყო 1990-იან წლებში იარაღის უკანონოდ ვაჭრობაში და გარდა ამისა, მოსამართლის მოსყიდვას ცდილობდა სხვა კორუფციის შემთხვევებზე ინფორმაციის მისაღებად.
როგორც ცნობილია, მისი კამპანიის დირექტორმა, გუილაუმ ლამბერტმა პოლიციას განუცხადა, რომ სარკოზი დაფინანსების დარღვევის გამო რისკების შესახებ გააფრთხილა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას გაფრთხილება არ ახსოვს და ბრალდებას ფარსს უწოდებს.
"დაუჯერებელია, მაგრამ ვფიცავ, რომ ეს არის მკაცრი სიმართლე, არაფერი ვიცოდი სკანდალამდე,"_წერს სარკოზი წიგნში, რომელიც გასულ თვეს გამოიცა.
როგორც ცნობილია, სარკოზმა მომავალ წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
ამავე თემაზე: