"თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქში თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს 2 აფეთქება განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, მოჰამედ რადმანეშის განცხადებით, ხალხმრავალ ადგილას, სამთავრობო შენობებთან დაბაზართან ახლოს 2 აფეთქება მოხდა.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, 1-ლი აფეთქების შემდეგ თავდამსხმელმა თავი აიფეთქა.
გავრცელებული ცნობით, ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები მომავალ თვეში ბრიუსელში ვიზიტისთვის ემზადებიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, უცხოელი დონორები შეშფოთებულები არიან თუ როგორ გაუძლებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალები "თალიბანის" ძალადობას, სავარაუდოდ, მხარდაჭერა უახლოესი წლების მანძილზეც გაგრძელდება.