ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 395 დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, სტიქიის შედეგად 35 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ორი მესამედი განადგურდა, ხოლო 107 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად მეურნეობას დიდი ზარალი მიადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.