BBC-ის ინფორმაციით, მიშელ პლატინს ფიფა-ს ეთიკის კომიტეტმა უეფა-ს მე-12 საგანგებო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისა და დასწრების უფლება მისცა.
როგორც ცნობილია, უეფა-მ კონგრესზე პლატინის შემცვლელი უნდა აირჩიოს.
„ფიფა-ს ეთიკის კომიტეტმა აცნობა უეფას, რომ მიშელ პლატინს მიეცემა საშუალება ათენში 14 სექტემბერს უეფა-ს კონგრესის რიგით მე-12 საგანგებო სხდომას დაესწროს,“_აცხადებენ ფიფა-ს ეთიკის კომიტეტში.
მაუწყებლის ინფორმაციით, უეფა მიესალმება კონგრესზე პლატინის დასწრებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ფიფა-სა და უეფა-ს ყოფილ პრეზიდენტებს ბრალი ედებათ ინტერესთა კონფლიქტში, საბუღალტრო მონაცემების გაყალბებაში, რის გამოც მათ საფეხბურთო საქმიანობა ჯერ 8, მოგვიანებით კი 6 წლის ვადით აეკრძალათ.
როგორც ცნობილია, ბლატერი და პლატინი ბრალდებას უარყოფენ.
მაუწყებლის ცნობით, გამოძიებას შვეიცარიის პროკურატურა აწარმოებს.
ამავე თემაზე:
ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვას ასაჩივრებს