თბილისის ზოგიერთ უბანში ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნია. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილი წერს.
ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნია საბურთალოზე – ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ნუცუბიძის პლატოზე, ასევე გაგარინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და იყალთოს გორაზე. მოქალაქეები წერენ, რომ ქუჩის გარდა, მკვეთრი სუნი სახლებშიც იგრძნობა.
"ყაზტრანსგაზ-თბილისში" ჯერჯერობით განმარტებას არ აკეთებენ. "გურია ნიუსი" დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
112-ში კი განგვიხადეს, რომ მთელს ქალაქში პროფილაქტიკური სამუშაოების მიზნით, ნივთიერება ოდორანტია გაშვებული, რის გამოც, ქალაქში ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნია. აღსანიშნავია ის, წინასწარი გაფრთხილება „ყაზტრანსგაზს“ არც ოფიციალურ და არც სოციალურ ქსელში არ გაუვრცელებია.
როგორც 112-ში განმარტავენ, ოდორანტი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა, მოსახლეობას ცენტრალური მილების გადაკეტვას მაინც ურჩევენ.