ვულკანი საკურაჯიმა იაპონიის კუნძულ კიუშუს საფრთხეს უქმნის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნიბილია, ვულკანი 49 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს სენდაის ბირთვული ქარხნიდან და ასევე ახლოა ქალაქ კაგოშიმასთან, რომლის მოსახლეობაც 600 000 კაცს შეადგენს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვულკანი ბოლოს 1914 წელს ამოიფრქვა, რის შედეგადაც 58 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, სკურაჯიმას ვულკანის კვლევის ცენტრმა და ბრისტოლის უნივერსიტეტის გუნდმა სამშაბათს ვულკანის აქტივობის შესახებ ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნეს.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ვულკანის ამოფრქვევა მომდევნო 30 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი, რის გამოც ქალაქის ხელუფლებამ ევაკუაციის გეგმა უნდა შეიმუშაოს.
"1914 წელს მომხდარი ამოფრქვევიდან 100 წელზე მეტი გავიდა, ხოლო ახალ ამოფრქვევამდე 30 წელზე ნაკლებია დარჩენილი, რის გამოც ევაკუაციის ახალი გეგმაა მოსამზადებელი,"_ამბობენ მეცნიერები.