ამ წუთებში ოზურგეთის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში", ამავე ცენტრის ორგანიზიებით, ოზურგეთის ოლქში დეპუტატობის კანდიდატების დებატები მიმდინარეობს. დებატებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უძღვება.
ზვიად ქორიძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დეპუტატობის ცხრა კანდიდატია და დებატებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს.
“სამწუხარო პრაქტიკაა, რომ ყველა კანდიდატი ამონაწილეობს დებატებში. გუშინ, ქალაქ ბათუმში ზუსტად მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ბათუმში 10 დეპუტატობის კანდიდატია და დებატებში მონაწილეობა ექვსმა კანდიდატმა მიიღო“, _ თქვა შეხვედრის დაწყების დროს ზვიად ქორიძემ.
დებატებში მონაწილეობენ ზაზა მამულაიშვილი _ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“, დავით მამალაძე, “ლეიბორისტული პარტია“, ნინო გოგუაძე _ “რესპუბლიკური პარტია“, დავით მჟავანაძე _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გოჩა ძიმისტარაშვილი _ დამოუკიდებელი კანდიდატი.
დებატების დროს დეპუტატობის კანდიდატები ისაუბრებენ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისა და ოზურგეთიდან მიგრაციის პრობლემის დაძლევის შესახებ კანდიდატთა ხედვების მოსმენა დასახელდა.
დებატებში მონაწილეობას არ იღებს არჩილ თალაკვაძე _ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, შოთა გოგიბერიძე _ “პატრიოტთა ალიანსი“, ზურა ჩხაიძე _ “ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული დემოკრატები“, თემურ სალუქვაძე _ “თავისუფალი დემოკრატები".