“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის საარჩევნო ოლქში, ზაზა მამულაიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობაში არის იმის შიში, რომ შეხვედრებზე თუ გამოვლნენ, მათ რაღაც პრობლემები შეექმნებათ.
“მოსახლეობაში არის შიში და ის განცდა, რომ თუ ის გამოვა ჩვენ მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე და დადგება ჩვენ გვერდით, ამისთვის ის მიიღებს დიდ ზიანს ან სამსახურიდან დაითხოვენ. მე არ ვიცი, ეს რამდენად ხორციელდება, სტატისტიკურ მონაცემებს ვერ მოვიყვან, მაგრამ ხელისუფლება არ ცდილობს, რომ ამ მიმართულებით გააკეთოს განცხადება, რომ ხალხს არ ეშინოდეს", _ თქვა დებატების დროს ზაზა მამულაიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ოზურგეთის ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დებატებში დეპუტატობის კანდიდატებმა მიიღეს მონაწილეობა. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესები ოზურგეთში _ ამ კითხვაზე დეპუტატობის კანდიდატებმა უპასუხეს.