საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის არ გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღასრულებს მას.
„მიმაჩნია, რომ სასამართლომ, როგორც კანონში მოქმედმა ორგანომ, გაცილებით ფართო უფლებებით აღჭურვილმა, განმარტა კანონი ისე, როგორც ვერ განმარტავდა ცესკო-ს თავმჯდომარე _ მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის“, _ განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკომ საარჩევნო ბლოკ ”თოფაძე მრეწველები – ჩვენი სამშობლოს" საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დაავალა. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკომ გასულ კვირას გამოაცხადა. განკარგულებაში ცესკო განმარტავდა, რომ ბლოკს დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის შესაბამისი პარტიული სია კომისიაში არ წარუდგენია.