კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული, _ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრერსსამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზურაბ ჭ. პერტაიას განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უაკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე, იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.