შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
როგორც უწყება იტყობინება, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1974 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებული სამართალდამცველებმა მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, თბილისში დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე და 236-ე მუხლებით).
—