ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, არც ისე იშვიათად ითიშება დენი.
სოფელ ჭანიეთში გასული ღამის განმავლობაში და ადრე დილით დენი გამოირთო. ერთ-ერთ აქ მცხოვრებ ქალბატონს მთლიანად გაუფუჭდა კულინარიული ბისკვიტები, რომელსაც საქორწილოდ ამზადებდა. ასევე სხვადასხვა სამუშაოების შესრულებაში ხელი შეეშალათ ადამიანებს.
ჩვენ დავუკავშირდით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერს გია ნაკაიძეს.
_ ბატონო გია, დენის არც ისე ხშირი გამორთვა, განსაკუტრებით სოფელ ჭანიეთში, რა მიზეზით ხდება და თუ ტარდება რაიმე სახის სამუშაო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
_ კონკრეტულად ეს ფაქტი არ ვიცი, მოვიკითხავ. ისე კი მანდ რეაბილიტაციაა საჭირო, 10 ბოძი უნდა დიდგას.
_ რომ ჩატარდა სამუშაოები, ეს ნახევრად რეაბილიტაცია იყო?
_ ყველაფერი სარეაბილიტაციოა. ლიხაური-ჭანიეთის ზონაში 10 ბოძი უნდა დაიდგას, ორშაბათიდან ვიწყებთ და თვის ბოლომდე უნდა დამთავრდეს.
_ იმედია, წინასწარ გვეცოდინება!
_ კი, აუცილებლად, წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას, _ გვითხრა გია ნაკაიძემ.