"უი, 5%-ზე ჩამოსულა ჩემზე გადაღებული საშინელებათა პორნოფილმი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ყოველი მე-20 ტელემაყურებელი იწუხებს თავს მისი ყურებით. ოლიგარქმა სასწრაფოდ ახალი კომპრომატი უნდა "გააძროს" "ოცნების" დარჩენილი ელექტორატის მობილიზაციისათვის. ისე, ეს 40 მილიონი თუნდაც საკუთარი მომხრეებისათვის რომ დაერიგებინა, ეგეც მადლი იქნებოდა", _ წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას ფილმის "ჰეროკრატიას" შესახებ.
როგორც სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9-წლიანი პერიოდი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა.
ჩვენი პერიოდი, საქართველოს ისტორიაში, დარჩება როგორც სწრაფი მოდერნიზაციის, აღმშენებლობისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ეპოქა. ბოლო 4 წლის გაუგებრობა, კი მართლაც, როგორც რუსები იტყვიან "ХЕРократия" იყო, _ წერს მიხეილ სააკაშვილი.