https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კონსტიტუციური მართლმსაჯულების პოლიტიზაცია: კონსტიტუციური სარჩელების ე.წ. გამოცვლა და აცილების შუამდგომლობები საკონსტიტუციო სასამართლოში

17:09; 19.09.2016
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტიტი -IDFI საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელების ე.წ. გამოცვლა და აცილების შუამდგომლობების საკითხის პოლიტიზირებაზე კვლევას აქვეყნებს. 

"გურა ნიუსი" კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ პერიოდში, არაერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთდა განცხადება კონსტიტუციური სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით და გაჟღერდა მოთხოვნა ამ საკითხზე გამოძიების დაწყების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და კონსტიტუციური სარჩელების შესაძლო შეცვლის მოტივით მოითხოვა საკონსტიტუციო რამდენიმე მოსამართლის აცილება ე.წ. კაბელები-უგულავას და ე.წ. რუსთავი 2-ის საქმის განხილვიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატებმა ასევე მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო განცხადებების გამო მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობით.

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ სამართლებრივ ანალიზს, რომელიც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომ წყაროებში გაცხადებულ გარემოებებს.

1. №764 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია (ე.წ. კაბელების საქმე)

საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 3 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს ე.წ. კაბელების საქმეზე დაპატიმრებულთა წარმომადგენლებმა. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის პროცესში მათ მოითხოვეს სარჩელის დაზუსტება, რის გამოც კონსტიტუციური სარჩელის (ე.წ. კაბელების საქმე) რეგისტრაციის პროცესი შეჩერდა. თუმცა, დაურეგისტრირებელი კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ ინფორმაციის და არა რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის სახით, იმავე დღეს გაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებს.სხვაგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მიეწოდა ორი დოკუმენტი: დაურეგისტრირებელი სარჩელი – ინფორმაციის სახით, ხოლო შემდგომ დარეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი.

საქართველოს კანონმდებლობით, დოკუმენტს შეიძლება კონსტიტუციური სარჩელი ეწოდოს მხოლოდ მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, დარეგისტრირებამდე კონსტიტუციური სარჩელი სამართლებრივი თვალსაზრისით არ არსებობს. ანუ, სარჩელის ე.წ გამოცვლა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ №764 კონსტიტუციური სარჩელის სარეგისტრაციო ჩანაწერი სრულად ემთხვევა ელექტრონულ ვერსიას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე მიღებულ საოქმო ჩანაწერს, ანუ რეგისტრაციის შემდგომ სარჩელის შინაარსი არ შეცვლილა.

ბუნებრივია, ჩვენ ვერ გვექნება ამომწურავი/დადასტურებული ინფორმაცია კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციამდე განვითარებული მოვლენების შესახებ, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციური სარჩელების ე.წ. „გამოცვლასა“ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრისას, აუცილებელია, ქმედების მიზნის, საჭიროების დასაბუთება. ამ საკითხებზე საჯარო პოზიციების დაფიქსირებისას, გამოითქვა ვარაუდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეს გააჩნდა პიროვნული ინტერესები ე.წ. კაბელების საქმის მიმართ და სასამართლო „დაეხმარა“ მოსარჩელეებს სარჩელის ფორმულირებაში.

ე.წ. კაბელების საქმე წარმოებაში იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. ამავე დავის საგანზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას უკვე ჰქონდა წარმოებაში მიღებული №740 კონსტიტუციური სარჩელი.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. კაბელების საქმის წარმოებაში მიღების გარეშეც შეეძლო იმავე პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაწყვეტა (№740 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში) და, შესაბამისად, ამ მიზნით, სარჩელების ე.წ. „გამოცვლის“ საჭიროება არ არსებობდა.

2. №681 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია (ე.წ. რუსთავის 2-ის საქმე)

№681 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2015 წლის 6 ნოემბერს, ხოლო 9 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და წარადგინა „დაზუსტებული კონსტიტუციური სარჩელი“. შუამდგომლობაზე დართული კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება მოითხოვა, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებითაც.

კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია არის ადმინისტრაციული პროცესი. რეგისტრაციის შემდგომ, საქმესთან დაკავშირებით შემოსული დოკუმენტები თუ შუამდგომლობები უნდა იყოს საქმის განმხილველი მოსამართლეების მსჯელობის საგანი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ №681 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამრთლოს პირველ კოლეგიას გადაეცა შემოტანისთანავე, 6 ნოემბერს, ანუ „დაზუსტებული კონსტიტუციური სარჩელის“ შემოტანამდე.

სამართალწარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით შემოსულ დოკუმენტაციაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის განმხილველმა სასამართლომ და არა საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილმა თანამშრომელმა ან/და სასამართლოს მდივანმა. განსახილველი საკითხის ჯეროვანი ანალიზისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია „დაზუსტებული სარჩელის“ სამართლებრივი ბუნების ანალიზი.

2.1. „დაზუსტებული სარჩელის“ სამართლებრივი ბუნება

ტერმინს „სარჩელის დაზუსტება“ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ იცნობს. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ამ ტერმინით გამოიხატება შემთხვევები, როდესაც მოსარჩელე აზუსტებს ბუნდოვნად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზუსტებულ სარჩელში დამატებული იყო კონსტიტუციის 24-ე მუხლი, რაც, თავისი არსით, წარმოადგენს ახალ მოთხოვნას, რაც, ჩვენი აზრით, სარჩელის დაზუსტებად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად, მაგრამ არა მის დაზუსტებად.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ იმსჯელა შინაარსობრივად გაზრდილ კონსტიტუციურ სარჩელზე იმ პირობებში, როდესაც მათთვის ხელმისაწვდომი იყო სარჩელის ორივე ვერსია. მოსამართლეთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება (საოქმო ჩანაწერი) დაზუსტებულ სარჩელზე მსჯელობის შესახებ შეიძლება იყოს შინაარსობრივი შეფასების საგანი, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება სარჩელის რეგისტრაციის პროცესის ხარვეზად ან/და სარჩელის შეცვლად.

შინაარსობრივი კრიტიკის თვალსაზრისით, რელევანტურია განვიხილოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N608/609 კონსტიტუციურ წარდგინებაზე. აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ინიციატივით „გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა“ – სასარჩელო მოთხოვნას დაამატა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირის მიერ შეტანილ სარჩელსა და წარდგინებას შორის სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თვალსაზრისით სხვაობა არ არის.

საკონსტიტუციო სამართალწარმოება და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა არის დინამიური და ცოცხალი პროცესი. სასამართლო თავისი აქტებით მუდმივად ამკვიდრებს გარკვეულ სტანდარტებს. ბუნებრივია, შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, მაგრამ, მნიშვნელოვანია, შინაარსობრივი შეუთანხმებლობა არ იქნეს გამოყენებული კონსტიტუციური მართლმსაჯულების პოლიტიზაციის ინსტრუმენტად.

კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული დაასაბუთოს საოქმო ჩანაწერი. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს, მეტი სიცხადისთვის და ამ საკითხის გარშემო გაჩენილი ეჭვების თავიდან ასაცილებლად, სასურველი იქნებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში, რომლითაც ე.წ. რუსთავის 2-ის საქმე წარმოებაში იქნა მიღებული, ემსჯელა „დაზუსტებული კონსტიტუციური სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო გაზრდის თაობაზე“, რაც მოხსნიდა დღის წესრიგიდან ყველა ბუნდოვანებას და საზოგადოების მხრიდან არსებულ კითხვებს და წარმოაჩენდა საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგად, საერთო მიდგომას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

3. სარჩელების ე.წ. გამოცვლა, საჯარო განცხადებები და მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები

საქმის განხილვის მონაწილე მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობებით საქმის განმხილველ მოსამართლეთა აცილების შესახებ. აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს პარლამენტი ასევე რუსთავი 2-ის წარმომადგენლები თავიანთ შუამდგომლობებს ამყარებენ საქმის განმხილველ მოსამართლეთა საჯარო განცხადებებით.

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვის პარალელურად, მნიშვნელოვნად ამაღლდა ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რამაც, სამწუხაროდ, აღნიშნული ორგანოს საქმიანობის პოლიტიზაციის ზრდა გამოიწვია. მედია საშუალებების, პოლიტიკოსებისა თუ სხვათა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ე.წ. გაყოფის თაობაზე პოლიტიკური ინტერესების მიხედვით.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებასა და სასამართლოსადმი ნდობას. ამ ფონზე, აცილების შუამდგომლობებში ცალკეულ მოსამართლეთა საჯარო განცხადებების არგუმენტებად მოშველიება ამ განცხადებებს აქცევს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ნაწილად და კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ვითარებას.

მხარეებს აქვთ აცილების შუამდგომლობის დაყენების უფლება. მათ შეუძლიათ მოიშველიონ ნებისმიერი არგუმენტი, ფაქტი თუ გარემოება, რომლებიც, მათი აზრით, ამყარებს აცილების შუამდგომლობას. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ მხარეებმა, განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტმა, რომელიც იმავდროულად უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, ჯეროვნად უნდა გაიაზრონ შუამდგომლობის არსი და მათ ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების არ გამოიყენონ იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ კონსტიტუციური მართლმსაჯულების პოლიტიზაციის გაზრდას.

დასკვნა

ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციური სარჩელების რეგისტრაციის პროცესი იყო ღია. საქმის განმხილველი ყველა მოსამართლისთვის ხელმისაწვდომი იყო თითოეული დოკუმენტი და მათ სრული ინფორმირებულობის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილებები სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენჯერმე გადაიდო საქმის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო. ჩვენ არ ვფლობთ დადასტურებულ ინფორმაციას, რა გახდა ამ სხდომებზე მოსამართლეთა დაუსწრებლობის მიზეზი. მიუხედავად ამისა, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უუნაროა განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება.

კონსტიტუციური მართლმსაჯულების უწყვეტობა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარანტიაა. ჩვენ ვიზიარებთ, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი საქმის პოლიტიკურმა ბუნებამ და ამ საქმესთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გაკეთებულმა განცხადებებმა არ უნდა შეაფერხონ კონსტიტუციური მართლმსაჯულების უწყვეტობა. მოსამართლეებმა უნდა შეასრულონ კონსტიტუციური ვალდებულება და მონაწილეობა მიიღონ საქმეების განხილვაში", _ აღნიშნულია კვლევაში.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6 იანვარი, 2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6 იანვარი, 2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6 იანვარი, 2026
სამართალი

ბიძამ დისშვილი დაჭრა

17:41; 5 იანვარი, 2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

16:09; 5 იანვარი, 2026

ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა

“სოფლის ხელისუფლება მათთვის არასასურველ ადამიანებს აიძულებს 41-ის სასარგებლოდ იმუშაონ“

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6.01.2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6.01.2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6.01.2026
საზოგადოება

ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

12:52; 6.01.2026
ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6.01.2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6.01.2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6.01.2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

10:10; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო