ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ოზურგეთში პრობლემები შეიქმნა.
ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის იფნრომაციით დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ქუჩები.
რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს ახდილი.
_ შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, _ აღნიშნავენ ქალაქ ოზურგეთის მერიაში.
შენიშვნა: ფოტო არ არის გადაღებული შემთხვევის ადგილზე.