ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქალაქ ოზურგეთს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით თავისუფლების, წმინდა გაბრიელ ბერის, გრიშაშვილის და ბაქრაძის ქუჩებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული:
_ გადახდილია სახურავები, დატბორილია პირველი სართულები. ქალაქ ოზურგეთის მერი შესაბამის სამსახურებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფება და ზარალის დათვლა ამ წუთებში მიმდინარებს, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
ოზურგეთში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს.