ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტსაც შეუქმნა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, სოფელ ბოხვაურში 4 საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი.
სტიქიას ქალაქ ოზურგეთშიც ებრძვიან _ თავისუფლების, წმინდა გაბრიელ ბერის, გრიშაშვილის და ბაქრაძის ქუჩებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული:
_ გადახდილია სახურავები, დატბორილია პირველი სართულები. ქალაქ ოზურგეთის მერი შესაბამის სამსახურებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფება და ზარალის დათვლა ამ წუთებში მიმდინარებს, _ გვითხრეს პრესსამსახურში.