არჩევნებამდე 15 დღით ადრე, გადაცემა „ა, რჩევანში" ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან" _ ნინო წილოსანი და ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის" _ გურამ ჩალაგაშვილი ერთმანეთს დებატებში უნდა შეხვედროდნენ.
თუმცა, დებატების დაწყებისას, გაირკვა, რომ წილოსანი არ მოვიდოდა. მმართველი გუნდის კანდიდატს გადაცემაში არმოსვლის მიზეზების ასახსნელად თავი არ შეუწუხებია და შესაბამისად, ეთერი მხოლოდ გურამ ჩალაგაშვილს დაეთმო.
უყურეთ გადაცემას და გაიგებთ, თუ რა დოკუმენტებს ფლობს გურამ ჩალაგაშვილი ნინო წილოსანის წინააღმდეგ; ვის გადაურიცხა 2013 წელს წილოსანის დედამ 33 მილიონი; რა შედეგით შეიძლება დასრულდეს სულ მალე – 6 ოქტომბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს, ნამდვილად მიითვისა თუ არა წილოსანის კომპანიამ სახელმწიფოს კუთვნილი 65 მილიონი ლარი;
რატომ ფიქრობს ჩალაგაშვილი, რომ წილოსანის ოჯახის კუთვნილი კომპანიები კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული. ამავე გადაცემაში გაიგებთ, რაში ადანაშაულებს გურამ ჩალაგაშვილი "ქართულ ოცნებას" და როგორია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელის საარჩევნო დაპირებები.