დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლიტვის LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტს მერლინ ვოლს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტი LCC საქართველოს პროგრამის ფარგლებში, დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს.
პროგრამა განკუთვნილია ომის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოტივირებულები არიან გაიუმჯობესონ ცოდნა და მიიღონ უმაღლესი განათლება ინგლისურ ენაზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
შეხვედრაზე დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა უნივერსიტეტის პრეზიდენტს, დამფუძნებლებსა და დირექტორთა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ისინი დევნილ და ლტოლვილ ახალგაზრდებს სთავაზობენ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დევნილი და ლტოლვილი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის მიზნით, მომავალშიც მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებენ. (R)