ბაღდადში 3 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა აფეთქებებს ხშირად „ისლამური სახელმწიფო“ ახორციელებს, რადგან ის ამერიკის შეერთებული შტატების, ირანის და ერაყის სამთავრობო ძალების ერთობლივი სამხედრო ქმედებების შედეგად კონტროლირებად ტერიტორიებს კარგავს.
როგორც ცნობილია, დაჯგუფება ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში ტერიტორიებს 2014 წლიდან აკონტროლებს.