ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს _ არჩილ თალაკვაძე სოფელ გურიანთის მოსახლეობას შეხვდა.
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურიანთის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
„მე, გპირდებით, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში თქვენ იქნებით ამაყები და წელგამართულები. მჯერა, მომავალ არჩევნებში, რომელიც წარმატებული და განვითარებული საქართველოს წინაპირობაა, თქვენი მონაწილეობა გადამწყვეტი იქნება და ხმას მისცემთ ქვეყნის სწრაფ განვითარებას, თითოეულ თქვენგანზე ორიენტირებულ გუნდს, რომელმაც უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანური, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება შეუძლია,“ _ აღნიშნა თალაკვაძემ მოსახლეობასთან შევხედრისას.