„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის განცხადება, რომ „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, სრული ბოდვაა.
ჯაფარიძის თქმით, ბურჭულაძეს სხვა სათქმელი არაფერი აქვს და იმავეს იმეორებს, რაც ხათუნა ლაგაზიძის და გიორგი რუხაძის პარტიიდან წასვლის დროს თქვა.
პაატა ბურჭულაძემ დღეს განაცხადა, რომ „გირჩს“ თავის პარტია იმიტომ დაატოვებინა, რომ „გირჩი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაფინანსებული.
ამასთან, ჯაფარიძის განცხადებით, „გირჩი“ რჩება პოლიტიკაში და აგრძელებს ბრძოლას.
„ჩვენ გავაგრძელებთ იმ იდეებისთვის ბრძოლას, რაც გვაქვს. სამწუხაროდ, ამ საპარლამენტო არჩევნებში „გირჩი“ ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. ვერ მოესწრება იმ საკითხების მოგვარება, რაც საჭიროა. ჩვენ ვრჩებით პოლიტიკაში და გავაგრძელებთ ბრძოლას შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისათვის, ყველა დაწყებულ საქმეს მივიყვანთ ბოლონდე. ვერ გაგვაქრობენ ვერც ეთერებიდან, ვერც პოლიტიკიდან,ჩვენი გაჩერება არ შეიძლება“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.