იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სასამართლომ ძალაში დატოვა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, მამუკა ახვლედიანი გადააყენეს თავმჯდომარის თანამდებობიდან და არა მოსამართლის თანამდებობიდან. აქედან გამომდინარე, საბჭოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი არ უნდა იყოს ბათილად ცნობილი.
ჯერჯერობით უცნობია მამუკა ახვლედიანის პოზიცია, გაასაჩივრებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
ახვლედიანის ადვოკატი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მას სხვაგვარი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, ვინაიდან პირის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების შემთხვევაში უნდა გამოყენებული იყოს დისციპლინური დევნის შესახებ კანონმდებლობა და არა კონკრეტული თანამდებობიდან გადაყენება.