საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფარული ჩანაწერების ავთენტურობას დიდი კვლევები სჭირდება, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" ღია განცხადებებშიც იგივე პათოსია.
ამის შესახებ ივანიშვილმა შიდა ქართლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"არ აქვს დიდი მნიშვნელობა ეს ავთენტურია თუ არა. მათი ღია განცხადებები ნახეთ, ერთ კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი. თუნდაც ბოლო განცხადება მათი გაქცეული ლიდერის. რაც მან ეგზიტპოლებთან დაკავშირებით გააკეთა. მისი მეუღლის განცხადებები ნახეთ, რომ "ტუნელს" გათხრის მიშა და სოლოლაკამდე ჩამოვა. ეს განცხადებები და მათი დამოკიდებულება ისედაც კარგად ჩანს.
მათ განცხადებებშიც იგივე პათოსია, ამის ავთენტურობას მნიშვნელობა არა აქვს. არაერთხელ მითქვამს, რომ 2012 წლიდან ერთმანეთს ამაგრებდნენ და გაზაფხულზე რევოლუციას აპირებდნენ. გაზაფხულზე არ გამოდიოდა, შემოდგომაზე აპირებდნენ და ა.შ. ასე მოვიდნენ აქამდე. ამით რეკლამას იკეთებენ, სხვა არაფერი დარჩაღ, ხელწერა ვერ შეცვალეს, ამის რესურსი დანიჭი არ აქვთ. ქვების სროლით და ძალადობით მოვიდნენ და ამას აგრძელებენ", _ აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აგონიაშია და ცდილობს როგორმე შიში გადალახოს.
„ცდილობენ მათმა ლიდერმა რაღაც მოახერხოს. მაგრამ რეალობა ძალიან კარგად იციან ამ დროს. მოსახლეობას ვეტყვი რომ ეს 9 დღეც მოვითმინოთ. ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს, ახლა ომი უნდა მოვიგოთ. 4 წელიწადი ღირსეულად გავიტანეთ“, _ განაცხადა ივანიშვილმა.