არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.
"სამართლიანი არჩევნებისა" და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მე-4 შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას სასტუმრო „თბილისი რუმსში“ მართავს. ანგარიში 2 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. აღნიშნული დროს განმავლობაში ორგანიზაციის დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.
ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3, ზეწოლა-მუქარის 11, ადმინისტრიაციული რესურსის გამოყენების 12, კამპანიისთვის ხელის შეშლის 8, ფიზიკური დაპირისპირების 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4, პარტიული ოფისის დაზიანების 2, სააგიტაციო მასალების დაზიანების 37, სიძულვილის ენის გამოყენების 4, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი.