ლიბიაში სნაიპერმა გასროლის შედეგად ჰოლანდიელი ჟურნალისტი მოკლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ფოტოჟურნალისტი, იორეონ ოერლემანსი, ლიბიის ქალაქ სირტეში საომარი მოქმედების გაშუქების დროს სნაიპერმა მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სნაიპერი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლია.
მისტრატას საავადმყოფოს წარმომადგენლის, აკრამ გლივანის განცხადებით, ჟურნალისტი სნაიპერმა მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის, ბერტ კოენდერის განცხადებით, ოერლემანსი იყო ჟურნალისტი, რომელიც იქ მიდიოდა, სადაც სხვები ჩერდებოდნენ.
"ის იყო ორიენტირებული ახალი ამბები გაეშუქებინა მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ მას ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა,"_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ჟურნალისტს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.