ლიტერატურული კონკურსი “წერო” 2016 წლის სერიისთვის კონკურსანტი ნაწარმოებების მიღებას იწყებს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ნაწარმოებების გამოქვეყნების ბოლო ვადა 24 ნოემბერია. მონაწილეებს კონკურსში ჩართვა მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ვებ-გვერდ lit.ge-ზე რეგისტრაციას გაივლიან,
კონკურსის წესების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა lit.ge-ზე, კონკურსის გვერდზე უნდა განათავსოს 5-10 გვერდის მოცულობის ნებისმიერი თემატიკის და ჟანრის დასრულებული პროზაული ნაწარმოები. კონკურსანტმა ნაწარმოებს უნდა დაურთოს მცირე ანოტაცია. საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ბეჭდვით გამოცემებში ან ინტერნეტ-სივრცეში.
თითო ავტორს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საკონკურსო ნაწარმოები.
ავტორის ვინაობა აუცილებლად უნდა იყოს მითითებული შესაბამის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები არ მიიღება. კონკურსის მიმდინარეობისას ავტორის ვინაობა იქნება დაფარული.
საკონკურსო ნაწარმოებებს კონკურსის პირველ ეტაპზე შეაფასებს კონკურსის ჟიური, ხოლო მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეულ ნაწარმოებებს შორის გამარჯვებულები გამოვლინდება მკითხველთა შეფასებების საფუძველზე. კონკურსის ორგანიზატორთა განცხადებით, ეს არ მოხდება ფეისბუქის ლაიქების მეშვეობით.
მეორე ეტაპზე გადასულ ნაწარმოებებს ჟიური გამოავლენს 28 ნოემბერს. მკითხველებს ნაწარმოებების შეფასება შეეძლებათ 14 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებული ნაწარმოებები დასახელდება 15 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე – საქართველოს მწერალთა სახლში.
კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემათ: პირველი პრემიას ლიტერატურული პრემია „წერო“ და 4000 ლარი; მეორე პრემია- 2000 ლარი; მესამე პრემია- 1000 ლარი; ასევე, ჟიური დააჯილდოებს თავის რჩეულ ნაწარმოებს.
ნაწარმოებების შესახებ კომენტარების მიხედვით, დასაჩუქრდებიან ყველაზე აქტიური მკითხველებიც.