დედაქალაქის ორ რაიონს, 4 ოქტომბერს, გეგმური სამუშაოების გამო, ელექტომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება დიდუბის და საბურთალოს რაიონებს.
კერძოდ, დიდუბის რაიონი – 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.