ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული, განაცხადა პრესკონფერენციაზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებტან აღნიშნა, ”კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეათე დღისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებები არ შედის გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა დაბეჭდილი სიები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს”, _ განაცხადა ანა მიქელაძემ.