თურქმა სამართალდამცავებმა ტელეკომპანია IMC-ის ოფისები დაარბიეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხელისუფლება ტელეკომპანიას პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სტუდიებში ეთერის გაჩერების პროტესტის ნიშნად ათობით ჟურნალისტი და თანამშრომელი ტაშს უკრავდა.
როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანია IMC-ის გარდა, გასულ კვირას 20-მდე ტელე და რადიო მაუწყებელი, ქურთების ან ალევის რელიგიური უმცირესობის ექსპლუატაციის ბრალდებით აკრძალა .