დღეს, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ჩხაიძე მის დას არ ეხმარება და ამიტომ ნანული ჩხაიძე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
პატარა ინფორმაციას, რომელიც კონკრეტული პირის მოსაზრებებს ასახავს მხოლოდ, ვიდეო ახლავს, თუმცა, უხმოდ. შესაბამისად, ეს ე. წ. მტკიცებულება, მარტივად რომ ვთქვათ, არაფერს ნიშნავს, გარდა ჩვენი ოპონენტების უსუსური მცდელობისა, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენონ აკაკი ჩხაიძის რეპუტაციას და ავტორიტეტს.
მედიასაშუალებებმა ინფორმაცია დაკოპირებული ტექსტით ისე გაავრცელეს, რომ გადამოწმება არც უცდიან; არც ის აუხსნიათ მკითხველისთვის, რატომ არ აქვს ვიდეომასალას ხმა. თუმცა, როგორ ახსნიდნენ? ხომ არ იტყოდნენ, რომ ქალბატონი მაყვალა ჩხაიძე ამ ბრალდებებს უარყოფს და იმასაც აღნიშნავს, რომ სოფელ აცანაში, საიდანაც მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატია წარმოშობით, ბინძური მეთოდებით ცდილობენ ხმების მოპოვებას.
რატომღაც ამ „სენსაციური ამბის“ გამავრცელებლებს ისიც გამორჩათ მხედველობიდან, რომ რამდენიმე დღის წინ „გურია ნიუსის“ ეთერში ყოფნისას ეს შეკითხვა დაისვა და აკაკი ჩხაიძის გარდა, პასუხი მისმა დამც გასცა _ ნანული ჩხაიძემ სატელეფონო ჩართვისას დააკონკრეტა, რომ მისი ძმა ყოველთვის ეხმარებოდა და შვილიც მან გადაურჩინა.
აკაკი ჩხაიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც საჯაროდ ისაუბრებს იმ სიკეთეებზე, რაც მის ნათესავებსა და სრულიად უცნობ ადამიანებსაც გაუკეთა. ასეთი საქციელი ამორალური ადამიანების ჩვევაა. აკაკი ჩხაიძე გაწეულ ქველმოქმედებაზე არც ამ დრომდე საუბრობდა და არც მომავალში ისაუბრებს, რადგან მიაჩნია, რომ ქველმოქმედება ჩუმად უნდა აკეთო, ყოველგვარი პიარის გარეშე. მით უმეტეს, არ ისაუბრებს დეტალებზე, რომელიც მის პირად ცხოვრებას და ოჯახის წევრებს ეხება.
ეს წერილი მიზნად არ ისახავს ამ საკითხზე საუბარს _ მისი მიზანია, გურულ ამომრჩეველს გააგებინოს, თუ რა უსუსური და ამორალური კამპანია აქვთ დაწყებული ოპონენტებს, რომლებმაც უკვე იციან, რომ არჩევნებს აგებენ და ახლა ცდილობენ შეთითხნილი ბრალდებებით ქულების დაწერას.
„სხვის საცვლებში ქექვა“ ძველი მეთოდია. ამას არასდროს არავისთვის მოუტანია სიკეთე და გვინდა აკაკი ჩხაიძის ოპონენტებს ვურჩიოთ, რომ ხმების მოსაპოვებლად სუფთა გზა მოძებნონ _ აკაკი ჩხაიძის ცხოვრების გზაზე სიბინძურეს მაინც ვერ იპოვიან. ამ გზაზე მხოლოდ პროფესიონალიზმის და წარმატების დანახვაა შესაძლებელი.
იმ ფონზე, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ღირსეულ საარჩევნო კამპანიას გვპირდება, ამ მეთოდების გამოყენება, დაგვერწმუნეთ, რომ ისევ ხელისუფლებას და მმართველი პარტიის კანდიდატს ავნებს. ავნებს იმიტომ, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება ამ შეკვეთილი ბინძური კამპანიის წარმომავლობას, რომელიც ეჭვი გვაქვს, რომ ბინძური ფულითაა დაფინანსებული. ფულით, რომლის გადარჩენასაც მავანი ძალიან ცდილობს, მაგრამ არ გამოუვა. არ გამოუვა, რადგან გურულები ღირსეული ადამიანები არიან _ მათ ვერც ფულით იყიდით და ვერც მათ მოტყუებას შეძლებთ ამ პასკვილებით.
პასკვილებით, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან ბინძური და უსუსურია. იმდენად უსუსური, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ან რა უნდა გავაკრიტიკოთ, როცა აკაკი ჩხაიძის ოპონენტებისთვის ეს მეთოდები იმდენად შესისლხორცებულია, რომ მათ ყოველდღიურობად იქცა. ისინი ამ მეთოდებით გადიოდნენ ფონს წლების განმავლობაში, თუმცა, ამჯერად შეცდნენ _ შეცდნენ იმიტომ, რომ ეს გურიაა! გურია, სადაც ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც შავს და თეთრს კარგად არჩევენ!
აკაკი ჩხაიძესთან ბრძოლა გინდათ? ებრძოლეთ პროფესიონალიზმით!
აკაკი ჩხაიძესთან ბრძოლა გინდათ? ებრძოლეთ გაკეთებული საქმეებით!
აკაკი ჩხაიძესთან ბრძოლა გინდათ? ებრძოლეთ პროგრამით!
აკაკი ჩხაიძესთან ბრძოლა გინდათ? ებრძოლეთ დებატებში, ებრძოლეთ მტკიცებულებებით!
ებრძოლეთ, ოღონდ ღირსეულად! ებრძოლეთ ისე, რომ წლების შემდეგ თქვენს შვილებს არ შერცხვეთ! ებრძოლეთ ისე, რომ მმართველი გუნდის გაცხადებულ პოლიტიკას დემოკრატიული და პატიოსანი არჩევნების შესახებ ხაზი არ გადაუსვათ!
კომპრომატები გაქვთ? გამოაქვეყნეთ! ოღონდ მტკიცებულებები გამოაქვეყნეთ და არა ვიდეო მასალები, რომელსაც ხმასაც კი უხშობთ იმისთვის, რომ თქვენი უსუსურობა დაფაროთ!
გამოაქვეყნეთ და აკაკი ჩხაიძე მზად არის ყველაფერს პასუხი გასცეს _ გასცეს გულწრფელად და ალალად და არა ისე, როგორც ამას თქვენ აკეთებთ!
ისიც გახსოვდეთ, რომ ფაქტების გაყალბება და დამახინჯება დანაშაულია! ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ იმისთვის იბრძოლა, რომ შანტაჟი და სიბინძურე დაესრულებინა და დაასრულა კიდეც! ამიტომ, ქართველი ხალხი არავის მისცემს ნებას, ეს ისევ დაიწყოს! ჩვენი მიზანია არა წარსულში დაბრუნება, არამედ წარსულში არსებული იმ ტრადიციების აღდგენა, რომელიც სიმართლეზეა დაფუძნებული!
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ოპონენტებო, და გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ იმ მეთოდებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში იყენებდა _ ამ მეთოდებს ხალხმა უარი ოთხი წლის წინ უთხრა და უარს ეტყვის 8 ოქტომბერსაც!
არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, უხმო ვიდეოკადრების განთავსებით არჩევნებს ვერავინ მოიგებს!
არჩევნებს იგებს სამართლიანობა, პროფესიონალიზმი და სწორად განვლილი ცხოვრება!
და ბოლოს! ურწმუნო თომებისთვის ვაქვეყნებთ „გურია ნიუსის“ გადაცემის _ „ა’არჩევანი“ ბმულს (სხვათა შორის, ამ გადაცემაში მოწვეული იყო მმართველი პარტიის კანდიდატიც, თუმცა, მან აკაკი ჩხაიძესთან დებატებზე უარი თქვა) და ვიდეო მასალას, რომელსაც, ოპონენტების მიერ გავრცელებულისგან განსხვავებით, ხმა აქვს და რომელშიც აკაკი ჩხაიძის და, ნანული ჩხაიძე ამბობს იმას, რაც ამ ბინძური პასკვილის დამკვეთებმა და შემსრულებლებმა დამალეს _ ის მოატყუეს, მისი უფლებები, სახელმწიფო ინსტიტუტების სახელი შელახეს და დაამტკიცეს, რომ სადეპუტატო მანდატის მისაღებად მზად არიან ყველა გზა და ყველა ხერხი გამოიყენონ!
არადა, ცნობილი ანდაზაა _ რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, თანაც იმდენად მოკლე, რომ მის გამოჩენას სულ რამდენიმე საათი სჭირდება!
თუმცა, ამ ყველაფერში მთავარი და სამწუხარო ის არის, რომ თქვენ ფეხქვეშ გათელეთ მაყავალა ჩხაიძის უფლება დაცული ყოფილიყო მისი პერსონალური ინფორმაცია!
თქვენ მას უთხარით, რომ სოციალური სამსახურიდან იყავით და ამ დროს ბინძურ დაკვეთას ასრულებდით, რაც დანაშაულია! დანაშაულია მაყვალა ჩხაიძის მიმართ და დანაშაულია აკაკი ჩხაიძის წინააღმდეგ!
ეს საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევაა და ამ დარღვევისთვის პასუხის გაცემა აუცილებლად მოგიწევთ!
ამ დარღვევისთვის, უკანონობისთვის, ამორალური საქციელისთვის პასუხს ამომრჩეველიც მოგთხოვთ და კანონიც, რომლის უზენაესობას, თქვენგან განსხვავებით აკაკი ჩხაიძე აღიარებს და პატივს სცემს!