ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს "პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" მიმართ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექის" 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართლდარღვევის ოქმი შეადგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას გადაუგზავნა, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ინფორმაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" მიაწოდა.
"საარჩევნო ბლოკმა„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციამ" 2016 წლის 22 სექტემბრიდან მედიაში ქსენოფობიური შინაარსის პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამა განთავსა. ასევე, მათ სააგიტაციო მასალაში და სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულია აშკარა თურქოფობიული შინაარსის შემცველ ინფორმაცია, რომელშიც ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის მკვეთრადუარყოფითი დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას და მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი.
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზემოაღნიშნული ფაქტების გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნით 2016 წლის 28 სექტემბერს მიმართს. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან 3 ოქტომბერს გამოგზავნილი პასუხით გვეცნობა, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ იმავე დღეს გამართულ ზეპირ მოსმენაზე ზემოხსენებული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" გაავრცელა.