წყალტუბოში 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე 2 რვასართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მშენებლობის ადგილი მოინახულეს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ ახორციელებს.
სოზარ სუბარი წყალტუბოში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, წყალტუბოში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრება. (R)