ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში, წუხელ, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, მას ყაჩაღები სახლში მიუვარდნენ. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღები ნიღბებით შევიდნენ. ერთ-ერთ ყაჩაღს სახლში მყოფმა მამაკაცმა ნიღაბი ჩამოხსნა, რა დროსაც ის ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი ჩოხატაურის "მედალფას" კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს პრესსამსახურში აცახდებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ 179 მუხლით,რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.