ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 7 ოქტომბრის 20:00 საათიდან ე.წ საზღვარს კეტავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიება რადიკალური ელემენტების მიერ მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით ტარდება.
ე.წ. საზღვარი 9 ოქტომბრის 7:00 საათიდან გაიხსნება.