საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას მიმართავს.
"საქართველოში ძალაუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი ამ ძალაუფლებას არჩევნების გზით ახორციელებს, ამიტომ ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი და გავაძლიეროთ დემოკრატია. თავისუფალი ხალხი თავისუფალ არჩევნებზე განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს, ამიტომ მივიდეთ არჩევნებზე და ავიღოთ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.