საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებაში მონაწილე პირების დაკავებისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ორთაჭალასა და გლდანში სპეცოპერაციები მიმდინარეობს.
ამის შესახებ ამირანაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის ეთერში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის, თუმცა სპეცოპერაციები მიმდინარეობს.
ამირანაშვილმა ასევე არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია მოქალაქე დავით ხეჩუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე:
გლდანში, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს
საეჭვო დეტალები გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეში