„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების ინფორმაციით, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში საარჩევნო უბანზე არ არის შექმნილი ამომრჩევლისათვის შესაბამისი გარემო.
„საარჩევნო უბანი ერთ პატარა ოთახშია გახსნილი, დამკვირვებლები ფანჯრის რაფებზე სხდენან, არ არის შესაბამისი გარემო იქ და ის უბანი აუცილებლად უნდა დაიხუროს. მიმვართეთ საოლქოს, მაგრამ გვითხრეს, სხვა ფართი არ გვაქვსო“, _ ამბობენ „ნაციონალები“.
ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ბისიეშვილი ჩვენთან საუბარში იმავეს ადასტურებს.
„გვიმბალაურში ფიზიკურად არ მოიძებნა ალტერნატიული ფართი, რომ შესაძლებელი ყოფილიყო საარჩევნო უბნის სხვაგან განთავსება. ამ შენობას კი აქვს მეორე სართული, მაგრამ იქ კატასტროფული მდგომარეობააა და შეუძლებელი იყო საარჩევნო უბნის გახსნა“, _ გვითხრა ბისიეშვილმა.