ბათუმში 74-ე საარჩევნო უბანზე პაატა ბურჭულაძის პარტიისა და უსკო-ს წარმომადგენელი შორენა ჭაღალიძე წილისყრის დროს უბანზე არ შეუშვეს.
წინასწარი ინფორმაციით, არშეშვების მიზეზი წევრთა სურვილი გახდა, რომ დამკვირვებლების გარეშე ჩაეტარებინათ წილისყრა და სასურველი ადგილები ისე გადაენაწილებინათ.
პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს დარღვევა იყო, თუმცა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ ეს დარღვევა არ ყოფილა.