ცესკო-ს 15 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 39,79 %-ია, რაც მილიონ 22 ათას 634 ამომრჩეველს ნიშნავს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში საკუთარი აზრი უკვე დააფიქსირეს და ავღანეთის ორი საარჩევნო უბნის მონაცემები კი საღამოს 8 საათზე დაითვლება.
გარდა ამისა, 15 საათის მონაცემებით, ცესკო-ში შესულია ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან 46 საჩივარი, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლის მიერაა დაწერილი.