"თავისუფალ დემოკრატებს" კიდევ ერთი წევრი გამოაკლდა _ ამჯერად, პარტია გურიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა თემურ სალუქვაძემ დატოვა:
" მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ოზურგეთელს, ვინც საკუთარი სინდისით გააკეთა თავისუფალი არჩევანი. ფვიქრობ, დღეს, მნიშვნელოვნია, სწორად შევაფასოთ არსებული პოლიტიკური, თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც მოსახლეობას აწუხებს.
რაც შემეხება მე, ყოველთვის ვთვლიდი და ვთვლი, რომ ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის აუცილებელია. ჩემს ცხოვრებაში კი ახალი ეტაპი იწყება, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ვტოვებ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს და მზად ვარ ჩემს ქვეყანას ვემსახურო, ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე" _ წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.