საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად გიორგი კვერენჩხილაძემ ირინე იმერლიშვილი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს მოსამართლე მაია კოპალეიშვილიც, რის შესახებაც ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
"მე პირადად ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას დავუჭერ მხარს. მეც წარვადგინე მისი კანდიდატურა. სხვა მოსამართლეები, ვის დაუჭერენ მხარს, თავად განაცხადებენ, უფრო მოგვიანებით კი გახდება ცნობილი, ვინ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე", _ განაცხადა კოპალეიშვილმა. ჯერჯერობით, უცნობია, უჭერენ თუ არა იმერლიშვილის კანდიდატურას მხარს პლენუმის სხვა წევრები.
დღეს პლენუმს სხვა კანდიდატები არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, რომ პლენუმის განახლებული შემადგენლობა დღეს პირველად შეიკრიბა.
ამავე თემაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზე პლენუმი დღეს იმსჯელებს