საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მეორე კანდიდატურაც ცნობილია, ირინა იმერლიშვილთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა „სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ზაზა თავაძეც წარადგინეს. კონკრეტულად, ვინ წარადგინა თავაძე ამის შესახებ ჟურნალისტებთან განმარტებები არ გაკეთებულა.
ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი.
საკონსტიტუციო თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას და არჩევის თაობაზე პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
ამავე თემაზე:
დაუჭერს თუ არა პლენუმი მხარს ირინე იმერლიშვილის კანდიდატურას