14 ოქტომბერს, ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა "ბათუმის მწერალთა სახლის" რესტავრირებული შენობა.
1904 წელს აშენებულ შენობაში, ბათუმის მწერალთა სახლი ფუნქციონირებს 1957 წლიდან. ათწლეულების განმვალობაში შენობაში არ ჩატარებულა გამაგრებითი სამუშაოები და იყო საფრთხე, ქვეყანას დაეკარგა კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი.
ბათუმის მწერალთა სახლში განთავსდება ჟურნალ "ჭოროხის" რედაქცია და მისი გამოცემა აღდგება მწერალთა სახლის ფუნქციონირების განახლებასთან ერთად.