კომპიუტერული სისტემის კრიზისის გამო მსოფლიო მასშტაბით ათეულობით ავია რეისი გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, 60-მდე რეისის შეფერხებამ გააჩინა კითხვა ახალი კიბერშეტევის შესახებ , თუმცა როგორც UNITED-ის პრეს სპიკერმა განაცხადა, კომპანია ფრენების აღსადგენად მუშაობს.
"ვადასტურებთ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემას, რამაც გამოიწვია ფრენების შეფერხება და ვმუშაობთ ამ საკითხის მოსაგვარებლად. ბოდიშს ვუხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის,"_აცხადებს პრეს სპიკერი.
როგორც ცნობილია, UNITED მსოფლიოში სიდიდით DELTA-სა და AMERICAN-ის შემდეგ მე-3 ავიაკომპანიაა.